საქართველო იყიდება

ვიდეო

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით. ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში. იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით. იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

 ნიკო ლორთქიფანიძე

1910 წელი

Advertisements
Posted in იყიდება საქართველო | დატოვე კომენტარი

გიგი უგულავა: ჩვენს მოქალაქეებს არ უნდათ ოცნება წარსულზე

გიგი უგულავა: ჩვენს მოქალაქეებს არ უნდათ ოცნება წარსულზე

ნინო კახიშვილი

თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისში მაჟირიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მოქალაქეებმა მხარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.”  Continue reading

Posted in 2. ცხელი თემა - არჩევნები 2012 | დატოვე კომენტარი

გიორგი ბარამიძე: ჩვენ აჭარა გამოვგლიჯეთ რუსეთს

ნათია ზოიძე
გაზეთი ბათუმელები

გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ბარამიძის თქმით, პარტიამ მასზე არჩევანი სავარაუდოდ იმიტომ შეაჩერა, რომ მას გუნდთან ერთად წვლილი აქვს შეტანილი აჭარის ვარდების რევოლუციაში. Continue reading

Posted in 2. ცხელი თემა - არჩევნები 2012, მისი პარტია | დატოვე კომენტარი

ტოლერანტობის ცენტრი ანტითურქული ქსენოფობიის გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება

ნეტგაზეთი

საქართველოსსახალხოდამცველთანარსებულიტოლერანტობისცენტრიბოლოპერიოდშიგახშირებულ, ანტითურქულიქსენოფობიისფაქტებსეხმიანება და ამასთან დაკავაშირებით შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტებმა იმატა და ახალი მიმართულება შეიძინა. პოლიტიკური სპექტრის, მედიისა და ექსპერტების ერთი ნაწილის მხრიდან ქსენოფობური რიტორიკის მთავარი ელემენტი ანტითურქული პროპაგანდა გახდა. Continue reading

Posted in იყიდება საქართველო | დატოვე კომენტარი

მწვადი და ყადაღა – ქართული ავტორიტარიზმის სახე

2012.08.14

ვასო კუჭუხიძე
 

არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, დამოუკიდებელი საქართველო კი პირველად დგას ხელისუფლების ცივილიზებული გზით შეცვლის შესაძლებლობის წინაშე. დიდია საზოგადოებრივი მოლოდინი, მაგრამ გაუმჭვირვალე პროცესები არსებული დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. Continue reading

Posted in 1. ხმა ხალხიდან | დატოვე კომენტარი

უსიამოვნო არგუმენტები – შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?

 თბილისი 13:09 – 16.08.12 “ჯი-ეიჩ-ენი”
 

ე.წ. „ხუთდღიანი ომი” სამუდამოდ დაუწყვილდა აგვისტოში აფხაზეთის საზარელი ტრაგედიის საწყისს. შესაბამისად, მათი საერთო მნიშვნელია არა მხოლოდ ეს შემთხვევითი (თუმცა მართლა შემთხვევითი კი?) ქრონოლოგიური თანხვედრა, არამედ ქართული პოლიტიკის მოარული, ლამის მარადიული კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? Continue reading

Posted in აგვისტოს ომი | დატოვე კომენტარი

რამ აიძულა მეუფე იობი ექადაგა ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები

რამ აიძულა მეუფე იობი ექადაგა ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები ერისა და ბერის ერთიანობის ისტორიული მაგალითებისაქართველო მაშინ იყო ძლიერი და მტერთაგან შეუვალი, როდესაც ერისა და ბერის სინერგია ედგა ბალავრად ქვეყნის განვითარებას

არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ერის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიეღოს ეკლესიას და სასულიერო იერარქებს

რუის-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგება ბოლო დროის უმთავრესი მოვლენა გახდა. Continue reading

Posted in ხალხი | დატოვე კომენტარი

რა ერთობას აფორმებს სახალხო კრება 15 ივლისს და მიდიან თუ არა ახალ საარჩევნო ბლოკში დიმა ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია

 ორშაბათი, 25 ივნისი 2012 17:24
,,მაპატიოს ნინო ბურჯანაძემ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაც მან სახალხო კრების დახურულ სხდომაზე თქვა…” Continue reading

Posted in 2. ცხელი თემა - არჩევნები 2012, ოპოზიცია | დატოვე კომენტარი